არჩილ თალაკვაძე - მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება ისე, როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაიშალა

„ქედს ვიხრით გმირების წინაშე, რომელთაც სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსთვის. რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაიშალა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგო პატივი. არჩილ თალაკვაძემ გმირთა მემორიალი, საქართველოს პარლამენტის სახელით, გვირგვინით შეამკო და ჟურნალისტებთან საუბრისას, მშვიდობიანი, სტაბილური დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მშვიდობიან, სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას, რომელსაც ხალხის მხარდაჭერით ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს, ალტერნატივა არ აქვს. მშვიდობიანი, თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ვინაიდან სიმართლე არის ჩვენს მხარეს და საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმ მოქალაქეებზე ზრუნვისთვის, ვინც ომის შედეგად, მშობლიურ მხარეს არის მოწყვეტილი.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თანამოქალაქეებზე, ვინც დევნილობაში არიან, ვინც დაკარგეს ოჯახის წევრები, დაკარგეს სახლები და თავის კუთხეს, თავის მშობლიურ მხარეს მოწყვეტილნი არიან. დღეს არის ძალიან სევდიანი დღე საქართველოს ისტორიაში, თუმცა, ამავე დროს ჩვენ გვეამაყება, რომ გვყავს გმირები, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა