გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, დღეს, მობილურ ტელეფონთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაცია შემოწმდება

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღეს მობილურ ტელეფონთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაცია იქნება შემოწმებული. ადვოკატის განმარტებით, მობილური ტელეფონის ექსპერტიზას მის გარდა გარდაცვლილის მამა და ძმა დაესწრებიან.

„შემატყობინეს, რომ დღეს მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაიწყება და ყველა ის ინფორმაცია, რაც ამ მობილურთან არის დაკავშირებული, იქნება შემოწმებული. დავაკვირდები თუ როგორ იქნება ეს პროცდურები ჩატარებული, რა ინფორმაცია იქნება ამოღებული და ვნახოთ შემდეგ კიდევ რასთან გვექნება საქმე“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ლეპტოპის ექსპერტიზასთან დაკავშირებით უნდობლობა არსებობს.

„ახლა ვნახავ ზუსტად რა მდგომარეობაში იქნება მობილური ტელეფონი. მობილური ტელეფონი დაილუქა ჩემ თვალწინ, რადგან ის იყო ავტომობილიდან ამოღებული. შესაბამისად, ჩემი ხელმოწერა იყო ლუქზე დაფიქსირებული. ლეპტოპზე არ ყოფილა იმიტომ, რომ ის იყო ჩემს ჩართულობამდე ამოღებული, სახლიდან წაღებული.“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო