ეკა ბესელია - ოკუპაციის თემა, ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემაა, დეოკუპაცია მთავარი მიზანი

ოკუპაციის თემა, ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემაა, დეოკუპაცია მთავარი მიზანი, - ამის შესახებ, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, ოკუპაცია დღის წესრიგის მთავარი თემა უნდა იყოს, დეოკუპაცია კი ყველა ხელისუფლების მთავარი მიზანი.

„დიდება გმირებს. 12 წლის თავზე ეს დღე მტკივნეული და ისეთივე ემოციურია, როგორიც ეს იყო იმ დღეებში, როდესაც ჩვენ ყველა მოწმე ვიყავით საშინელი აგრესიის და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან. ეს იყო ძალიან მტკივნეული, მძიმე დღე. მინდა პირველ რიგში, ქედი მოვიხარო იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი შესწირა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მივაღწიოთ საქართველოს მთლიანობას. ეს თემა არასდროს არ უნდა ჩამოვიდეს დღის წესრიგის პირველი საკითხიდან“, - აცხადებს ეკა ბესელია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა