მიხეილ ჩხენკელი - ქედს ვიხრი საქართველოს ერთიანობისა და მისი ბედნიერი მომავლისთვის მებრძოლი გმირების წინაშე, მათი თავდადების მაგალითზე მომავალი თაობები გაიზრდებიან!

ჩვენ ვრჩებით კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი, დიპლომატიური გზის ერთგულნი და გვჯერა, რომ ქვეყნის ერთიანობის აღსადგენად ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მინისტრის განმარტებით, ქართული საზოგადოება ოკუპაციას არასდროს შეეგუება. ამასთანავე, ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ოკუპაციისა და მისგან გამომდინარე ყველა შედეგის დასაძლევად გრძელდება თანმიმდევრული, მიზანდასახული მუშაობა მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან.

„დღეს ჩვენ 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეებს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ გმირი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ნათელ ხსოვნასა და თავგანწირვას.

ქართული საზოგადოება არასდროს შეეგუება ოკუპაციას. ოკუპაციისა და მისგან გამომდინარე ყველა შედეგის დასაძლევად ვაგრძელებთ თანმიმდევრულ, მიზანდასახულ მუშაობას მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან, მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ამავდროულად, ვაძლიერებთ მუშაობას დემოკრატიული ღირებულებების განსამტკიცებლად და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. დარწმუნებული ვარ, ჩვენი განვითარება და ეკონომიკური სიძლიერე არის ის, რამაც კვლავ უნდა გაგვაერთიანოს ჩვენს აფხაზ და ოს თანამოძმეებთან.

კიდევ ერთხელ, ქედს ვიხრი საქართველოს ერთიანობისა და მისი ბედნიერი მომავლისთვის მებრძოლი გმირების წინაშე, მათი თავდადების მაგალითზე მომავალი თაობები გაიზრდებიან!“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა