შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა

ომი თავისთავად არის შეცდომა. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, ისტორია აუცილებლად განსჯის დამნაშავეებს, შეცდომებს და ცხადყოფს ყველა იმ კითხვას, რომელიც დღეს საზოგადოებას აქვს, არა მხოლოდ საქართველოში,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალმა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა. მისი თქმით, საომარ პროცესს წინ მოვლენების მრავალფეროვანი განვითარება და პროვოკაციები ახლდა.

„რუსეთის ფედერაციამ შელახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და განახორციელა მასზე სამხედრო აგრესია. ეს არის ცალსახა. რა თქმა უნდა, ამ პროცესს თან სდევდა მრავალნაირი მოვლენები, განვითარებები, პროვოკაციები. მოხდა ომი, ეს არის შეცდომა“,- განაცხადა მინისტრმა.

როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლება მოწოდებულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა კონფლიქტის სრულფასოვან პოლიტიკურ გადაწყვეტამდე, შეამსუბუქოს.

„აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი არის ყველაზე ტრაგიკული და უძიმესი თარიღი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, რომელმაც შეიწირა ასობით მშვიდობიანი თანამემამულე, დავკარგეთ მებრძოლი ჯარისკაცები და გმირები, რომლებიც თავისი პატრიოტული სულისკვეთებითა და მამაცი სიცოცხლით კიდევ, დარწმუნებული ვარ, არაერთხელ შეიტანდნენ წვლილს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის მშვიდობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში.

დღესაც, 12 წლის შემდეგ, ჩვენი მოსახლეობა როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში არის უმძიმეს მდგომარეობაში. ხშირ შემთხვევაში გაუსაძლის ეკონომიკურ-სოციალურ პირობებში.

ვართ მოწოდებული, რომ დავასრულოთ ეს რეჟიმი იმ თვალსაზრისით, რომ ჰუმანიტარულ და ადამიანურ ჭრილში შევამსუბუქოთ ამ ადამიანების მდგომარეობა, კონფლიქტის სრულფასოვან პოლიტიკურ გადაწყვეტამდე“,- განაცხადა ახვლედიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო