აშშ-ის კონტრდაზვერვის ცენტრის დირექტორი - ჩინეთს, რუსეთსა და ირანს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა სურთ

ჩინეთს, რუსეთსა და ირანს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა სურთ, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის დირექტორმა უილიამ ევანინამ განაცხადა.

„უცხო ქვეყნები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე, შეცვალონ აშშ-ის პოლიტიკა, გაზარდონ უთანხმოება ქვეყანაში და ძირი გამოუთხარონ ამერიკელი ხალხის ნდობას დემოკრატიული პროცესის მიმართ. უპირველეს ყოვლისა კი ჩინეთის, რუსეთისა და ირანის ახლანდელი და მომავალი პოტენციური ქმედებები გვაშფოთებს,“- განაცხადა უილიამ ევანინამ.

მისივე თქმით, ჩინეთს არ სურს, არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს, რუსეთს - „დემოკრატი“ ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება არ სურს, ირანი კი აშშ-ის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს.

უილიამ ევანინა განმარტავს, რომ უცხო ქვეყნები ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენას, არეულობის შექმნასა და ამერიკელი ამომრჩევლის ნდობისთვის ძირის გამოთხრას ონლაინ დეზინფორმაციისა და სხვა საშუალებებით ცდილობენ.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთს, ჩინეთსა და ირანს სურთ, მან არჩევნები წააგოს. კითხვაზე, ცდილობენ თუ არა ეს ქვეყნები აშშ-ის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა და ყურადღებით დაკვირვება.“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო