თამარ ბაჩალიაშვილის მამა არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაცია წაშლილი იყოს

თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის მობილური ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაცია წაშლილი იყოს. ამის შესახებ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონს ექსპერტიზა უტარდებოდა.

ამასთან, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს კონტროლზე აიყვანს და ოჯახს დაეხმარება.

„ბატონმა ირაკლი შოთაძემ იმედი მოგვცა, თქვა, რომ ამ საქმეს კონტროლზე აიყვანს და მიხედავს. მაქვს მაგ კაცის იმედი, ყველაფერზე გაგვცა პასუხი. სიტყვა მოგვცა, რომ საქმის ძიებას გააკონტროლებს“, - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო