თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობი იყო, რომ  მობილური ტელეფონის ექსპერტიზა არა დღეს, არამედ 24 ივლისს დაიწყო

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მისთვის უცნობი იყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა არა დღეს, არამედ 24 ივლისს დაიწყო.

როგორც რამიშვილი ამბობს, ფაქტი, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს, ბევრ კითხვას ბადებს. მისი თქმით, მობილური ტელეფონის ექსპერტიზა ნაწილობრივ უკვე დასრულებულია.

„ხელი მაქვს მოწერილი, რომ არ უნდა მომხდარიყო გახსნა, მაინც გახსნილა და ჩატარებულა ექსპერტიზა, შუალედური პროცედურები ყველაფერი განხორციელებულა და დღეს კლონირება დასრულებულია. 99 გიგაბაიტია მობილური ტელეფონის ინფორმაცია და პროტესტის ნიშნად, იმ მონაცემებს აღარ გავეცანი, მოვითხოვე, რომ მთელი ეს ინფორმაცია, მთელი დასკვნა გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტოს. ხელმეორედ, ბოლომდე დავალუქინეთ აღნიშნული ტელეფონი. ხელმეორედ დაველოდები სრულ დასკვნას. ახლა ხდება ამ ყველაფრის დეტალურად გაშიფვრა“,- განაცხადა რამიშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, კვლავ მიმართა პროკურორსა და ექსპერტებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს მაინც არ შეეხონ და არ მოხდეს მის გარეშე ავტომობილზე ლუქის ახსნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო