მამუკა ხაზარაძე - აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სიცოცხლეც და სიკვდილიც მაგალითია, რომელმაც უნდა გაგვაერთიანოს მთელი საქართველო

აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სიცოცხლეც და სიკვდილიც არის მაგალითი და ამ მაგალითმა უნდა გაგვაერთიანოს მთელი საქართველო, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ შინდისში, გმირთა მემორიალზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ლელოდან“ აცნობეს, "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის სხვა ლიდერები შინდისში, გმირთა მემორიალზე იმყოფებოდნენ, სადაც პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ქვეყანას აგვისტოს ომის გმირები ჰყავს და მათი გმირობა ყველასთვის მაგალითია.

„ქვეყანას აგვისტოს ომის გმირები ჰყავს და მათი გმირობა ყველასთვის მაგალითია. 2020 ქვეყნისთვის გადამწყვეტი წელია, რომ გაიმარჯვოს ევრო ძალებმა და ქვეყანა დაადგეს ევროინტეგრაციის გზას,”- აღნიშნა ხაზარაძემ.

„ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ შინდისის გმირების გმირობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ოდითგანვე მსგავსი ადამიანების თავგანწირვაზე იდგა.

„დღეს ვართ იმ გმირების მემორიალთან, რომლებმაც თავიანთი თავგანწირვით ყველა ჩვენგანს მოგვცეს მაგალითი, თუ როგორ უნდა იბრძოდე შენი ქვეყნისთვის. ასეთი გმირების თავგანწირვაზე დგას ჩვენი ქვეყანა და იდგება მუდამ,”-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა