პრეზიდენტი ნიქოზის საკათედრო ტაძარში 2008 წლის აგვისტოში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს, სოფელ ზემო ნიქოზს ეწვია და მაცხოვრის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

„მეუფე ესაიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ჩამობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ნიქოზის ეკლესიაში წესისამებრ ამ დღეს სრულდება და მნიშვნელოვანია, მადლობა შევწიროთ იმ ახალგაზრდებს, ვინც თავი შესწირა სამშობლოს დაცვას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო