გიგი წერეთელი - ამ ქვეყანაში ოკუპაციას არავინ შეეგუება, ის უზარმაზარი მსხვერპლი, რაც გაიღო ჩვენმა ქვეყანამ, უკვალოდ არ ჩაივლის

ბრძოლა სამშობლოსთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ოკუპაციას არავინ შეეგუება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ ზეტაფონი, თერჯოლა, ბაღდათი, ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი წერეთელი ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანში იმყოფებოდა, სადაც გვირგვინით შეამკო ზაზა ფერაძის სახელობის მემორიალი, რომელიც 2008 წლის ომში დაიღუპა და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

„დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ ქართველი გმირის, ზესტაფონის მკვიდრის -ზაზა ფერაძის ხსოვნას.

ეს ჩვენი ქვეყნის ის ერთ-ერთი ძალიან ღირსეული წარმომადგენელია, ვინც სამშობლოსთვის დადო თავი, თავის თანამებრძოლეების გადასარჩენად და ქვეყნის დასაცავად.

ეს არის სწორედ ის მაგალითი, რომელიც ჩვენ და მომავალ თაობებს გვაძლევს ძალიან დიდ მოტივაციას, რომ ბრძოლა სამშობლოსთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ოკუპაციას არავინ შეეგუება.

ის უზარმაზარი მსხვერპლი, რაც გაიღო ჩვენმა ქვეყანამ, რა თქმა უნდა, არ ჩაივლის უკვალოდ“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა