აზერბაიჯანში კორონავირუსის 105 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 5 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 105 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 33 481-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 488-ს მიაღწია.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 30 056 ადამიანი განიკურნა, აქედან 365 - ბოლო 24 საათში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს