„სოციალ-დემოკრატები“ - რუსული ოკუპაცია ყოველ ჯერზე გვახსენებს თავს და არ აძლევს გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს მშვიდობიანად ცხოვრების საშუალებას

„სოციალ-დემოკრატების“ განცხადებით, დღეს შექმნილი ვითარება მიგვითითებს წარსულის გააზრების აუცილებლობასა და იმაზე, რომ ქვეყანაში არსებული ეთნიკური კონფლიქტების გადაჭრა მხოლოდ მშვიდობიანი დიალოგისა და შერიგების გრძელვადიანი პროცესის საშუალებითაა შესაძლებელი.

„12 წელი გავიდა 2008 წლის 8 აგვისტოს ომის შემდეგ. ამ ომმა შეიწირა ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. ადამიანური დანაკარგის გარდა, მოგვიტანა კიდევ უფრო მეტი გაუცხოება როგორც ოსურ, ისე აფხაზურ საზოგადოებებთან. რუსული ოკუპაცია ყოველ ჯერზე გვახსენებს თავს და არ აძლევს გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს თავისუფლად და მშვიდობიანად ცხოვრების საშუალებას.

დღეს შექმნილი ვითარება კარგად მიგვითითებს წარსულის გააზრების აუცილებლობაზე, იმაზე, რომ ზოგჯერ შეცდომა დანაშაულზე მეტია და რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული ეთნიკური კონფლიქტების გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან დიალოგისა და შერიგების გრძელვადიანი პროცესის საშუალებით.

ჩვენ გვჯერა, რომ სამომავლო პოლიტიკა დაეფუძნება საერთო-სახელმწიფოებრივ განვითარების ხედვას, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ ამ განვითარების პროცესში საკუთარი ადგილი დაიკავონ აფხაზმა და ოსმა ხალხმა. ვაქციოთ ომი ისტორიად!“,- აღნიშნულია „სოციალ-დემოკრატების“ განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო