სტუ-ის რექტორი - საქართველო აგრძელებს განვითარებას, სწავლას და ახალი თაობების აღზრდას

ჩვენ გვახსოვს 8 აგვისტო, ახსოვს მსოფლიოს. საქართველო აგრძელებს განვითარებას, სწავლას, ახალი თაობების აღზრდას და თითოეული ქართველი ვცოცხლობთ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის იმედით, რომ დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ,- ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა. აღნიშნულ კომენტარს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საქართველო-რუსეთის ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ჩვენ გვახსოვს 8 აგვისტო. ახსოვს მსოფლიოს. ჩვენი ქვეყანა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, კიდევ ერთხელ გახდა აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან უკვე 12 წელი გავიდა. ეს უმძიმესი და ტკივილით სავსე დღეები ღრმად არის აღბეჭდილი ჩვენს მეხსიერებაში. აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპნენ სამშობლოსთვის მებრძოლი ვაჟკაცები, რომელთა შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც იყვნენ - გმირების ხსოვნას მარადიულად შეინახავს საქართველოს ისტორია. საქართველო აგრძელებს განვითარებას, სწავლას, ახალი თაობების აღზრდას და თითოეული ქართველი ვცოცხლობთ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის იმედით, რომ დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

აგვისტოს ომის მე-12 წლისთავის აღსანიშნად, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო გვირგვინებით შეამკეს.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია