ZAG​-ის ადვოკატმა მოსამართლის განჩინება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც კომპანიის  5 თანამშრომლის სახლში  ჩხრეკა ჩატარდა

კომპანია ZAG​-ის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა, მოსამართლის განჩინება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც გუშინ კომპანიის 5 თანამშრომლის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

ადვოკატის თქმით, განჩინებაში არ იყო დასაბუთებული, თუ რა კავშირში იყო თანამშრომლების ბინების ჩხრეკა საქმესთან.

„გუშინ კომპანია ZAG​-ის რამდენიმე თანამშრომლის ბინაში ჩატარდა ჩხრეკა, ეს განჩინება პირველი აგვისტოთი იყო დათარიღებული და 7-ში ჩაატარეს ჩხრეკა.

ამ განჩინებაში ვერანაირი დასაბუთება ვერ ვნახეთ, საქმის მასალები რა შემხებლობაშია ამ ხალხის ბინების ჩხრეკასთან დაკავშირებით. საერთოდ არანაირი დასაბუთება არ იყო განჩინებაში. მხოლოდ იყო მოყვანილი მშრალად კანონის მოთხოვნები.

ყველაფერი მივაწოდეთ გამოძიებას და თუკი რაიმეს ნახავენ, მზად არის ეს ხალხი პასუხი აგოს, მაგრამ დამერწმუნეთ, ვერაფერს ნახავენ," - აცხადებს ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე "ზეგის" თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო