მეუფე შიო - ვლოცულობთ, რომ გამთლიანდეს საქართველო, აღდგეს ის ისტორიული ძმობა, რომელიც ყოველთვის გვქონდა აფხაზებთან და ოსებთან

მუხათგვერდის ძმათა სამხედრო სასაფლაოზე საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილესთან, დეკანოზ გურამ ჭარელაშვილთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენებლი პანაშვიდი გადაიხადა და საფლავები აკურთხა.

მღვდელმთავარმა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

,,დღევანდელი დღე ერთ-ერთი მძიმე დღეა. საერთოდ, ალბათ ნებისმიერი ქართველისთვის უმთავრესი სატკივარია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ოკუპირებული ტერიტორიები.

დღეს ჩვენ ვილოცეთ დაღუპულთა სულების გადასარჩენად, ასევე ვლოცულობთ, რომ მოგვარდეს ეს პრობლემა უახლოეს მომავალში, გამთლიანდეს საქართველო და აღდგეს ის ისტორიული ძმობა, რომელიც ყოველთვის გვქონდა აფხაზებთან და ოსებთან და ჩვენ, ყველამ გავიაზროთ ჩვენი წილი შეცდომები, რამაც გამოიწვია ეს ყველაფერი.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მეომრების ოჯახის წევრებს და ვუსურვებთ, რომ მათი გაღებული სისხლი, მათი ცხოვრება ყოფილიყოს საწინდარი ჩვენი ერის გამთლიანებისა, ეს ყოფილიყოს ჩვენი ნუგეში. ღმერთმა გააძლიეროს ისინი“,- განაცხადა მეუფე შიომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო