ახალქალაქში რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი

ახალქალაქში რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დამწვარი და დაზიანებულია რამდენიმე შენობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი