დაცული ტერიტორიების თანამშრომლები გადაუდებელ სიტუაციაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სასწავლო კურსს გადიან

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, მარტვილისა და ოკაცეს კანიონების ადმინისტრაციის გიდების, რეინჯერებისა და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებისთვის, პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კურსი მოიცავდა თანამედროვე სტანდარტების მიხედვით სხვადასხვა გადაუდებელ სიტუაციაში, პირველადი სამედიცინო დახმარების სწრაფად და სწორად გაწევის სწავლებას.

„ტრენინგი, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიური კვლევების ცენტრის დირექტორმა, ნეიროქირურგიის და პირველადი სამედიცინო დახმარების სერტიფიცირებულმა ტრენერმა, კონსტანტინე ჩუტკერაშვილმა ჩაატარა, შედგებოდა როგორც თეორიული, ისე მულტიფუნქციურ მანეკენებსა და სიმულატორებზე შესრულებული პრაქტიკული მეცადინეობებისაგან, ასევე ფოკუსირებული იყო რეინჯერების სამუშაოს სპეციფიკის მიხედვით გათვალისწინებული პირველადი დახმარების თემატიკაზე და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, საველე პირობებში გულ-ფილტვის არაპირდაპირი მასაჟი, სისხლდენის შეჩერება, თავისა და ხერხემლის ტრავმების, მწერისა და ქვეწარმავლის ნაკბენის პირველადი მკურნალობა და დაშავებულის სწორი ტრანსპორტირება.

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების - სათაფლიას და პრომეთეს, ასევე მარტვილისა და ოკაცეს კანიონების ადმინისტრაციის გიდების, რეინჯერებისა და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებსთვის გამართული ტრენინგების ფარგლებში, სულ, 60 თანამშრომელი გადამზადდა. სწავლების მიზანია დაცული ტერიტორიების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერება პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით. აღნიშნული ტრენინგი მნიშვნელოვანია როგორც თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, ისე ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1 200 000 მიაღწია.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერება, კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება სხვადასხვა მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის და მოვალეობების წარმატებით შესრულებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა