ბიძინა გეგიძე - გვსურს, ვიცხოვროთ ღირსეულად, ღირსეულ ქვეყანაში, სადაც სამართლიანობა და კეთილდღეობა იქნება არა ოცნება, არამედ რეალობა

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიძინა გეგიძე სოციალური მედიის მეშვეობით განცხადებას ავრცელებს. განცხადება ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებს ეხება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის შიდა პრობლემები ხალხს არ აძლევს ღირსეული ცხოვრების საშუალებას.

„ღირსება, სამართლიანობა, კეთილდღეობა! ჩვენ გვსურს, ვიცხოვროთ ღირსეულად, ღირსეულ ქვეყანაში, სადაც სამართლიანობა და კეთილდღეობა იქნება არა ოცნება, არამედ რეალობა. დღეს საქართველო ღირსება აყრილია. მისი მიწა-წყალი დანაწევრებული და მიტაცებულია. ქვეყანა, რომელიც ისტორიულად სამაგალითო და ავტორიტეტული იყო რეგიონში, დღეს ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაშია. მას ყველა მხოლოდ სათავისოდ უყურებს. ასეთი ქვეყნის მოსახლეობა ღირსეულად ვერ იცხოვრებს. ქვეყნის შიდა პრობლემები ხალხს არ აძლევს ღირსეული ცხოვრების საშუალებას. მოსახლეობის ნაწილი აიძულეს, დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი და მიწა-წყალი. ნაწილი თავისი ნებით გადაიხვეწა უცხო ქვეყნებში, რათა მინიმალური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველეყო თავისი ოჯახი და ახლობლები. ასეთ ცხოვრებას ღირსეულს ვერ უწოდებ.

ქვეყანაში დარღვეულია სამართალიანობის პრინციპი. ეს გამოიხატება არა მხოლოდ სამართლის არაადეკვატურად და შერჩევით გამოყენებაში, არამედ სოციალური და სხვა სიკეთეების უსამართლოდ გადანაწილებაში. შედეგად, მოსახლეობის ნაწილი იღებს დაუმსახურებელ სიკეთეებს, თავის თავზე ირგებს სამართალს, დიდი ნაწილი კი, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და თავის სიმართლესაც ვერსად ამტკიცებს.

მოსახლეობის კეთილდღეობა უმნიშვნელოვანესი საზრუნავია. სახელმწიფო ღარიბია. მას არ ყოფნის რესურსები საკუთარი უსაფრთხოების, ეკონომიკური და სოციალური პროგრესის, საერთაშორისო ავტორიტეტის უზრუნველსაყოფად. ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელმოკლედ ცხოვრობს. ხალხი ვერ ახერხებს საჭირო დოვლათის შექმნას, დაგროვებას, ოჯახისთვის მისაღები საცხოვრებელი პირობების შექმნას, შვილებს ვერ აძლევს შესაფერის განათლებას. ასეთ პირობებში, დგება დღის წესრიგში მომავალი თაობების განვითარების პრობლემები და დემოგრაფიული გამოწვევები.

ღირსეული და სამართლიანი სახელმწიფოს არსებობის საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობა კეთილდღეობაა. ცალკეულმა ადამიანმა შეიძლება შეინარჩუნოს თავისი ღირსება უსამართლობის და უქონლობის პირობებშიც. მაგრამ, როდესაც არ გაქვს საშუალება, ოჯახსა და ახლობლებს შეუქმნა ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, ღირსეულად თავის წარმოჩენა თვითკმაყოფილებასა და ეგოიზმს წააგავს.

ყოველივე ზემოთ ნახსენები ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების გასაკეთებელია. სხვა ამას ჩვენს ნაცვლად არ გააკეთებს. როგორ?

უნდა დავიწყოთ!“ - ნათქვამია ვაკის მაჟორიტარის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა