ADS Georgia 2020 - Folker Wrage ლივინგსტონის ახალ აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა გაიმართება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლიდან პროექტი “ADS Georgia-კრეატიული სააგენტოები საქართველოში” მიმდინარეობს. ADS Georgia ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული და საკომუნიკაციო სააგენტოები, ნახონ, ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს, მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინდუსტრიის შესახებ შესაბამისი გამოცდილების მქონე პირებისგან, შედეგად კი გაუღრმავდეთ ინტერესი სფეროს მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

“მეორე მხრივ, სააგენტოებს აქვთ საკუთარი ცნობადობის გაზრდის შესაძლებლობა იმ სეგმენტში, რომელშიც ეძებენ ახალ, ენერგიულ და ნიჭიერ კადრებს.

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, 2020 წელს პროექტი დისტანციურად ტარდება. ADS Georgia 2020-ის ბოლო კვირეულს კრეატიული სააგენტო Leavingstone-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი Folker Wrage გამართავას. შეხვედრები 10 და 13 აგვისტოს, 16:00 საათზე ფეისბუქლაივის მეშვეობით ჩატარდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ილიაუნი ავრცელებს.

მათივე ცნობით, Folker Wrage, კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ ახალი დირექტორი, 25 წელზე მეტია საკომუნიკაცო სფეროში მუშაობს. თანამშრომლობდა ისეთ საერთაშორისო სააგენტოებთან, როგორებიცაა: McCann, Publicis, Ogilvy, Saatchi & Saatchi, Leo Burnett, Havas.

„მუშაობდა გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთსა და შვეიცარიაში. რამდენიმე წლის წინ საკონსულტაციო და სარეკლამო სააგენტო Wrage/Antwort გახსნა. ფოლკერი საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალების, მათ შორის „კანის ლომების“, ხშირი სტუმარია. მას კარგად იცნობენ ქართული სარეკლამო ფესტივალის Ad Black Sea მონაწილეებიც – 2015 წლიდან მოყოლებული ფესტივალის ჟიურის პრეზიდენტია.

უკვე ოთხი წელია, ფოლკერი შთაბეჭდილებებს, ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს ქართველ კრეატორებს შთამაგონებელი სემინარების, ვორკშოპებისა და პანელური დისკუსიების სახით.

10 აგვისტოს შეხვედრის სასუბრო თემა: “Advertising is dead”.

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია [ACAG].

ADS Georgia-ს პარტნიორები არიან საქართველოში მოქმედი წამყვანი კრეატიული და საკომუნიკაციო სააგენტოები:

  • Redberry • რედბერი
  • HOLMES&WATSON
  • Leavingstone
  • JWT Metro
  • Windfor's
  • BetterFly
  • Elliot Webber
  • Saatchi & Saatchi Tbilisi
  • AdvertWise
  • 4MEDIA
  • Hans & Gruber
  • Ogilvy
  • ABK
  • ჯეპრა

2017 წლიდან მიმდინარეობს შეხვედრების ვიდეო გადაღება და დამუშავება. 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება ADS Georgia-ს საიტის პრეზენტირება, რომელიც 300-ზე მეტ ვიდეო კონტენტს გააერთიანებს და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო