ირმა ნადირაშვილი - ახალქალაქის სურათი გაგრძელებაა იმ ვითარების, რომელიც საქართველოში გვაქვს, როდესაც სახელმწიფოს ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, გუშინ ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირება იმის ნიშანია, რომ ხელისუფლებას კრიმინალის მართვა „ხელიდან აქვს გაქცეული“.

ნადირაძის თქმით, ახალქალაქის სურათი მთელი იმ ვითარების გაგრძელებაა, რომელიც მთლიანად საქართველოში გვაქვს.

„მინდა გამოვთქვა შეშფოთება „ევროპული საქართველოს“ სახელით იმ გაუგებრობაზე, იმ ქაოსზე, რომელიც ჩვენ გვქონდა გუშინ და მთელი წუხანდელი ღამის განმავლობაში ახალქალაქში. ამას ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაზარალდა ძალიან ბევრი მოქალაქე. ჩვენ გვქონდა სურათი, როდესაც ახალქალაქში ათეულობით ადამიანი, ქალაქის ცენტრში ერთმანეთს ესროდა, უპირისპირდებოდა. ეს კონფლიქტი ქალაქის ცენტრიდან გადავიდა საავადმყოფოსთან, სადაც 15 მეტრში არის უშიშროების მთავარი სამმართველო და აქ ათეულობით ადამიანი ისევ ანგარიშს უსწორებდა ერთმანეთს. ჩვენ გვქონდა ვითარება, როდესაც გადაწვეს სახლები, სასტუმროები, გვქონდა ვითარება, როდესაც სახელმწიფომ ვერ შეაჩერა ეს კონფლიქტი, ვერ დადგა თავის დონეზე და ვერ აღკვეთა ის არეულობა, რომელიც გრძელდებოდა მთელი გუშინდელი დღის განმავლობაში და განვლილი ღამის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ახალქალაქის სურათი არის გაგრძელება მთელი იმ ვითარების, რომელიც გვაქვს საქართველოში, როდესაც სახელმწიფოს, მთლიანად ხელისუფლებას ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა. როდესაც კრიმინალები გრძნობენ, რომ თვითონ არიან ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, მმართველი და ეს ვითარება შექმნა ბიძინა ივანიშვილმა“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, ახალქალაქში რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი.

შსს-ს ინფორმაციით დაკავებულია ერთი პირი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა