დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომელიც კორონავირუსით დაზარალებული ამერიკელების დახმარებას ისახავს მიზნად

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მთელ რიგ სააღსრულებო განკარგულებებს, რომელთა მიზანი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ამერიკელების დახმარებაა.

განკარგულებებით გათვალისწინებულია დამატებით 400 დოლარის ოდენობით ყოველკვირეული დახმარება უმუშევრად დარჩენილი ამერიკელებისთვის და საშემოსავლო მოსაკრებლის შეჩერება, ასევე ჩერდება ფედერალურ დაფინანსებაზე მყოფი საცხოვრებლებიდან მოსახლეობის გამოსახლების პროცესი და ფედერალური დაფინანსების ქვეშ არსებულ სტუდენტურ სესხებზე კი ნულოვანი საპროცენტო განაკვეთი ვრცელდება.

პრეზიდენტსა და კონგრესის „დემოკრატ“ კანონმდებლებს შორის ფინანსური შეღავათების პაკეტთან დაკავშირებით ბოლო დროს შეთანხმება ვერ შედგა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა