ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ ქვეყანას სამოქალაქო ომი და ქაოსი არ ემუქრება

ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ქვეყანას ქაოსი და სამოქალაქო ომი არ ემუქრება. ამის შესახებ მან საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც ის კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მივიდა.

„ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა ვარიანტს, რომელთა სათანადოდ არ შეფასება შეუძლებელია. თუმცა, იმის თქმა, რომ ხვალიდან ქვეყანაში ქაოსი, შეტაკებები, სამოქალაქო ომი დაიწყება, ამის საფუძველი არ არსებობს“ , - განუცხადა ლუკაშენკომ ჟურნალისტებს.

9 აგვისტოს, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, ეს მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნებია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო