აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან 2008 წლის ვალდებულების შესრულებას მოითხოვს

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესისა და პოლიტიკის სამმართველო „ტვიტერის“ რუსულენოვან გვერდზე 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დეპარტამენტი ამ განცხადებით რუსეთისგან ჯარების გაყვანასა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს.

„12 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. დახოცა ასობით ადამიანი და გამოდევნა ათასობით ადამიანი საკუთარი სახლებიდან.

რუსეთს ამ დრომდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 %. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები და შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც აიღო 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა