კახა კუკავა - პარტია საქართველოს პარლამეტში, მაჟორიტარობის კანდიდატად გია ყრუაშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს

ჩვენი პარტია საქართველოს პარლამეტში, მაჟორიტარობის კანდიდატად გია ყრუაშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. იგი უაღრესად პრინციპული ადამიანია, რომელიც პროფესიონალიზმითა და ქვეყნისადმი ერთგულებით გამოირჩევა , -ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა.

კახა კუკავას თქმით, გია ყრუაშვილის მხარდაჭერით ნაძალადევის რაიონის მოსახლეობა, პარლამენტში ეროვნული ძალების გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რაც საქართველოს დღეს ასე ძალიან სჭირდება. „თავისუფალი საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატის გია ყრუაშვილის თქმით კი, საქართველოს პარლამენტი ეროვნული ძალებით უნდა დაკომპლექტდეს.

„დღეს საკანონმდებლო ორგანო ნეოლიბერალი დეპუტატებისგან შედგება, რომლებმაც ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხეს. ისინი ერთმანეთში პორტირებული ჯგუფები არიან, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მზად ვარ ქვეყნის განვითარებისთვის პარლამენტიდან ვიბრძოლო და ეროვნული ძალების კონსოლიდაციას ხელი შევუწყო", - განაცხადა გია ყურაშვილმა.

ცნობისთვის, ნაძალადევის შემდეგ „თავისუფალი საქართველო" დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატებს დედაქალაქის სხვა რაიონებშიც წარადგენს.

ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა