კიევში ერთ-ერთ ოფისთან ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს

კიევში, ბოლშოი ვასილევსკის ქუჩაზე სამართალდამცავებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებლყვეს. ამის შესახებ კიევის პოლიცია „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა დარაჯმა ერთ-ერთ ოფისთან აღმოაჩინა.

ის სპეციალისტებმა გააუვნებელყვეს, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ და საქმისთვის სათანადო მასალებს აგროვებენ.

სხვა დეტალები უცნობია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა