რომის პაპი - საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებ, დიდსულოვანი დახმარება აღმოუჩინოს ლიბანს ეროვნული ტრაგედიის დროს

ტრადიციული საკვირაო ქადაგებისას რომის პაპმა ფრანცისკემ ლიბანის მიმართ საერთაშორისო სოლიდარობაზე გაამახვილა ყურადღება.

მან ლიბანში არსებულ ეკლესიას ხალხთან ახლოს დარჩენა სთხოვა, საერთაშორისო საზოგადოებას კი დიდსულოვანი დახმარებისკენ მოუწოდა.

„ამ დღეებში მე ხშირად ვფიქრობ ლიბანზე. იქ მომხდარი კატასტროფა ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ყველას თანამშრომლობას საჭიროებს. ვლოცულობ, რომ ღვთის დახმარებით და ყველას გულწრფელი მონაწილეობით, ხელახლა დაიბადოს თავისუფალი და ძლიერი ლიბანი. ლიბანში მყოფ ეპისკოპოსებს, მღვდლებს, რელიგიურ პირებს ვთხოვ ხალხთან ახლოს დარჩნენ, საერთაშორისო საზოგადოებას კი მოვუწოდებ დიდსულოვანი დახმარება აღმოუჩინოს ლიბანს ეროვნული ტრაგედიის დროს“,- აღნიშნა რომის პაპმა.

ჰიროშიმას ატომური დაბომბვიდან 75 წლისთავზე, რომის პაპმა ფრანცისკემ, ბირთვული განიარაღების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. პაპმა ტრადიციული საკვირაო ქადაგებისას მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა, მსოფლიოს კი კიდევ ერთხელ შეახსენა ბირთვული იარაღისგან სრულიად გათავისუფლების ვალდებულება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო