უნგრეთში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 34 დაშავდა

უნგრეთში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათი ინფორმაციით, ავტობუსში პოლონეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რომლებიც ბულგარეთიდან მიემგზავრებოდნენ. ტრანსპორტში 46 ადამიანი იყო, მათ შორის ორი მძღოლი. მგზავრებს შორის ორი ბავშვია, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავარია ქალაქ კიშკუნფელედხაზას მახლობლად მოხდა. ავტობუსი ბუდაპეშტის მიმართულებით მოძრაობდა. შემთხვევის მიზეზს პოლიცია ამ დრომდე ადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო