საბა ბუაძე - სამართალდამცავი და საპოლიციო სისტემა ჩამოშლილია

„ლელო საქართველოსთვის” წევრი საბა ბუაძე ახალქალაქში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამართალდამცავი სისტემა ჩამოშლილია.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მომხდარი ფაქტი კრიმინალთან შეზრდილი მმართველობის ლუსტრაციაა.

„ეს ყველაფერი არის ძალიან ლოგიკური გაგრძელება იმ მმართველობის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სამართალდამცავი და საპოლიციო სისტემა ჩამოშლილია. ჩვენ ეს ძალიან კარგად ვნახეთ გუშინ, როდესაც 6 სახლი პოლიციისა და სპეცრაზმის თანდასწრებით გადაწვეს. ეს არის კრიმინალთან შეზრდილი მმართველობის ლუსტრაცია, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მერვე წელს მივიღეთ. ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმისა, თუ რას აკეთებდა „ქართული ოცნება“ მთელი ამ თვეებისა და წლების განმავლობაში“, - აცხადებს ბუაძე.

ის მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პოლიციაში არაპროფესიონალიზმისა და სამართალდამცავი სისტემის ჩამოშლის სახედ გადაიქცა.

„ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვითხოვდით შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, რადგან დღეს სამწუხაროდ, ვახტანგ გომელაური პოლიციაში არაპროფესიონალიზმისა და სამართალდამცავი სისტემის ჩამოშლის სახედ გადაიქცა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნება“, ეს ინსტიტუტების ნგრევასთან ასოცირებული ძალა ჩამოშორდეს ხელისუფლებას და ჩვენ ფაქტობრივად ხელახლა დავიწყოთ სამართალდამცავ სისტემაში პროფესიონალიზმსა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ინსტიტუტების მშენებლობა“,-განაცხადა ბუაძემ.

ცნობისთვის, ახალქალაქში რამდენიმე პირს შორის დაპირისპირების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაწვეს.

პოლიციამ ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო