ბელარუსში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

მინსკში არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გასულ დემონტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუჩები გადაკეტეს, არიან დაკავებულებიც.

„როიტერსის“ ინფორმაციით, მინსკის ქუჩებში ათასობით ადამიანია გამოსული. გამოსვლები მიმდინარეობს ქალაქის სხვადასხვა ნაწილში.

ადგილობრივი მედია დაშავებულების შესახებაც იტყობინება.

ცნობისთვის, დღეს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, მოქმედ პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 79,7%-მა დაუჭირა მხარი.

ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
ქართული პრესის მიმოხილვა 04.03.2021
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
შეფუთვის ვინტაჟური სტილი და ევროპული სტანდარტების ქარხანა - „ვაკე“ 2021 წელს სიახლეებით იწყებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან