თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 10 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV, X, Xა, Xბ კვარტლების, გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, მექანიზაციის, თორნიკე ერისთავის და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, III, IV, V, VI კვარტლების, გელოვანის გამზირის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV, V კვარტლების, აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ვაზისუბნის I მიკორრაიონის, ვაზისუბნის დასახლების, მხატვრების დასახლების, შანდორ პეტეფის, ხელოვანთა, შალვა მშველიძის და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III, IVა მიკრორაიონების მოსახლეობას.

ამასთან, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების, ქერჩის, ხევისპირის, წყაროთუბნის, დავით ჯაბიძის, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის, გრაფ შულენბურგის და მწვანე ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, საბაშვილის, მიქატაძის და კანდელაკის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის, რაულ ეშბას, ცაიშის, რეხის, გაბისკირიას, ალექსანდრე ყანჩელის და მახათას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაყაიშვილი ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის, ირაკლი აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ვეფხისტყაოსნის, თინათინის, პეტრე იბერის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის და ემირ ბურჯანაძის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა