გიგი უგულავა - საინტერესო და განსხვავებული ორთაბრძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთში,  ცეკას ინსტრუქტორი „ოცნებიდან“ გია ვოლსკი და ზურა ჯაფარიძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარად ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას უჭერს მხარს და აცხადებს, რომ პარტია მზად არის ამ საკითხზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციისთვის.

„საინტერესო და განსხვავებული ორთაბრძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. ცეკას ინსტრუქტორი „ოცნებიდან“ გია ვოლსკი და ზურა ჯაფარიძე. „ევროპული საქართველო“ მზად ვართ ზურასთან ერთად ჩავერთოთ „დესოვიეტიზაციის“ კამპანიაში. დიახ, ზუსტად ასე იქნება, დიდუბე-ჩუღურეთში დამარცხდება მენტალურად საბჭოთა და გეოპოლიტიკურად რუსული მმართველობა. ჩვენ მზად ვართ ზურასთან ერთად ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციისთვის, რომ სწორედ ზურა იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე - წარმატება და გამარჯვება შენ“, - წერს გიგი უგულავა „ფეისბუქზე“.

პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ჯაფარიძის განმარტებით, „გირჩმა“ მაჟორიტარულ არჩევნებში ჩართვის გადაწყვეტილება თბილისის 6 ოლქის გარდა, სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესის გართულების გამო მიიღო.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს