ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნებს მოუწოდებს, ბეირუთის აფეთქების საკითხის პოლიტიზირებისგან თავი შეიკავონ.
„აფეთქება პოლიტიკური მიზნების საბაბად არ უნდა იქცეს და მისი გამომწვევი მიზეზის გამოძიება სიფრთხილით უნდა მოხდეს,“- განაცხადა ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა აბას მოსავიმ.
მისივე თქმით, თუკი შეერთებულ შტატებს ლიბანის დახმარება სურს, მან ქვეყანას სანქციები უნდა მოუხსნას.
შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში გასული კვირის სამშაბათს ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც 158 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 6000-ზე მეტი ადამიანი კი - დაშავდა.