გიორგი გახარია - დარწმუნებულები ვართ, რომ ირაკლი ქადაგიშვილი გაიმარჯვებს

ირაკლი ქადაგიშვილი იქნება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი და დარწმუნებულები ვართ, რომ გაიმარჯვებს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავში, ერეკლეს სასახლის შიდა ეზოში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ის აღმშენებლობა, რომელიც კახეთში მიმდინარეობს, უნდა გაგრძელდეს.

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს თელავის წყალმომარაგების საკითხი, უნდა მივაქციოთ ყურადღება, თელავის როგორც საგანმანათლბლო ცენტრის განვითარებას. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებთან ერთად, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, რომელიც ამ კუთხის ღირსეული შვილია და იქნება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი. დარწმუნებულები ვართ, რომ გაიმარჯვებს. ეს ის ადამიანია, რომელმაც ზედმიწევნით იცის კახეთის და თელავის ყველა პრობლემა, მას არ დასჭირდება ბევრი მომზადება და შესწავლა ამ პრობლემის. ეს ის ადამიანია, რომელიც არჩევნებიდან მეორე დღეს დაჯდება და დაიწყებს შრომას, ამ კუთხის კიდევ უფრო განვითარებისთვის“,-განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს