პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში მუსიკალური საღამო გაიმართა

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, „მზიურის“ განახლებულ პარკში Mziuri Fest მოეწყო, რომლის სცენაც მუსიკალურ ბენდებს დაეთმო.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ორდღიან ფესტივალზე მსმენელის წინაშე ჯგუფები: LOUDSPEAKERS, MOKUMOKU, „არა“, Bedford Falls, KILLAGES, ON THE ROAD, PITTER J და ერეკლე დეისაძე წარდგნენ.

მუსიკალური ღონისძიებები ასევე, დედაქალაქის სხვადასხვა განახლებულ სარეკრეაციო სივრცეში გაიმართა. გოძიაშვილის სახელობის ბაღში ეთნო და ჯაზის მოყვარულები შეიკრიბნენ, ხოლო ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში ქართული ესტრადის წარმომადგენლების კონცერტები ჩატარდა.

მუსიკალურ საღამოებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება კულტურის სფეროს მხარდაჭერას და მოქალაქეთა განწყობის ამაღლებას ემსახურება.

„თბილისის ცის ქვეშ“ უკვე არაერთი საღამო გაიმართა და უნდა აღინიშნოს, რომ განახლებული „მზიური“ ამ ტიპის საფესტივალო ღონისძიებას განსაკუთრებით მოუხდა. ორი დღის განმავლობაში, აქ თანამედროვე მუსიკის მოყვარული უამრავი ახალგაზრდა შეიკრიბა. პროექტი უკვე სექტემბრიდან გაგრძელდება და დედაქალაქის მასშტაბით, კიდევ უფრო მეტ ლოკაციაზე შევხვდებით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

„პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ თბილისის მერიამ 2018 წელს დაიწყო. იგი ღია სივრცეებსა და განახლებულ პარკებში კულტურულ ღონისძიებებს მოიცავს, რომელზეც დასწრება თავისუფალია.

დღეს, 20:00 საათზე, წყნეთის ამფითეატრში, თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელებული კიდევ ერთი პროექტი - „გაითავისე ცა და ისუნთქე...“ დასრულდება, რომელიც გია ყანჩელის 85 წლის იუბილეს მიეძღვნება.

კონცერტში მონაწილეობას ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები მიიღებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო