ბიძინა ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს.

„გულწრფელი პატივისცემითა და დიდი სიყვარულით ვულოცავ იუბილეს გამორჩეულ კაცს, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს, რომელსაც განგებამ ადამიანისთვის ყველაზე სანუკვარი მისია - ერის სამსახურში დგომა განუსაზღვრა და რომელმაც 8 ათეული წელია ამ ტვირთის ზიდვის პასუხისმგებლობა იკისრა.

ანზორ ერქომაიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენს ნამდვილ საგანძურს - უნიკალურ ქართულ ფოლკლორს, ეროვნულ პოლიფონიას, რომელიც ვაზთან, ნინოს ჯვართან და ქართულ ღვინოსთან ერთად, ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია.

დღეს მრავალხმიან ქართულ ხალხურ სიმღერას სულ უფრო მეტი მსმენელი და დამფასებელი რომ ჰყავს მთელს მსოფლიოში, ჩვენ რომ შეგვიძლია საგულდაგულოდ მოძიებული და შეგროვებული საგანძური მომავალ თაობებს გადავცეთ, ეს ბატონი ანზორის განუზომელი თავდადებისა და ერთგულების დამსახურებაა.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველასთვის საამაყო ქართველს, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს 80 წლის იუბილეს. ვუსურვებ მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს!“, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მისალოც განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა