გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველო“ ზურაბ ჯაფარიძეს მხარს დაუჭერს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატურა დააყენა. ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველო“ მხარს ზურაბ ჯაფარიძეს დაუჭერს.

„ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება, რომ კენჭი იყაროს თბილისში, დიდუბეში. პირადად მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, „ევროპული საქართველო“ მას დავუჭერთ მხარს და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კვირის ბოლომდე კონსულტაციები სხვა პარტიებთან, რომლებიც ამ შეთანხმების მონაწილენი არიან, დასრულდება, ასევე, ზურაბ ჯაფარიძის საყოველთაო მხარდაჭერით. რაღაც თვალსაზრისით სიმბოლური დაპირისპირებაც იქნება ვოლსკისა და ჯაფარიძის შორის დაპირისპირება - ეს არის საბჭოთა საქართველოსა და თავისუფალ საქართველოს შორის დაპირისპირება,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაცია ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.

ჯაფარიძის განმარტებით, „გირჩმა“ მაჟორიტარულ არჩევნებში ჩართვის გადაწყვეტილება თბილისის 6 ოქლის გარდა, სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესის გართულების გამო მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა