დავით მაღრაძე - ვთვლი, რომ მერიის მიერ ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული ჩანაფიქრი არის სწორი

პოეტი დავით მაღრაძე თვლის, რომ რომ მერიის მიერ ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული ჩანაფიქრი არის სწორი.

„მინდა გამოვეხმაურო თბილისში მიმდინარე ცვლილებების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟსა და პოლემიკას.

მოვლენას ვეხმიანები, როგორც მოქალაქე და აქტიური ფეხითმოსიარულე.

ვთვლი, რომ მერიის მიერ ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული ჩანაფიქრი არის სწორი, რადგან ორიენტირებულია დასავლური ცივილიზაციის მიერ აღიარებულ და გაცხადებულ პრიორიტეტებზე. ეს არის ეკოლოგია და ფეხით მოსიარულეთათვის კომფორტული გარემოს შექმნა, ყოვლად გადაჭარბებული კერძო ტრანსპორტის შეზღუდვის ხარჯზე.

არ მახსოვს დედაქალაქის ცენტრი ასე გამწვანებული, საზოგადოებრივი სივრცეებით ასე გაჯერებული და ესთეტიკურად ასე გააზრებული და მიმზიდველი.

პოეტური შეფასება კი ასეთია: ფრანგული კლასიკა აღნიშნავს, რომ ქუსლზე მოსიარულე პარიზელი ქალის სიარულის მანერა ქალაქის მერზეა დამოკიდებული, ანუ, რამდენად იძლევა ამის საშუალებას ტროტუარი...

ვთვლი, რომ ქალბატონებისთვის მშვენიერი თბილისური პოდიუმი შექმნა კახი კალაძემ“, - აცხადებს დათო მაღრაძე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა