ჯანდაცვის მინისტრი - რეგულაციებს  მივიღებთ, რომ რისკი არ შეიქმნას და ექიმი პაციენტზე ინფექციის გადამტანი  არ გახდეს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიუხედავად უწყების მხრიდან მოწოდებისა, რომ მედიკოსებს ერთდროულად რამდენიმე ადგილზე არ ემუშავათ, ეს რეგულაცია მაინც ირღვევა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარრობს მსჯელობა რეგულაციების შემუშავებაზე, რომელიც უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი.

„ჩვენ გვქონდა არაერთი თხოვნა პირველ დღეებში, შემდეგ არაერთი მიმართვა და მოწოდება. რა თქმა უნდა, ყველა ეს მოწოდება იყო შიდა სამუშაოების ჩატარების ფონზე. მათთვის დეტალურად იყო ახსნილი, თუ რა რისკებს შეიცავდა ყოველივე. გეთანხმებით, რომ ჯერჯერობით კვლავ არსებობენ ისეთი ექიმები, რომლებიც რამდენიმე ადგილზე მუშაობენ და შესაბამისად, უკვე იქმნება საკმაოდ დიდი საფრთხე. სამინისტრო მუშაობს კონკრეტულად დამატებითი რეგულაციების შექმნაზე და ჩვენ უმოკლეს ვადაში მივიღებთ ამ რეგულაციებს იმისათვის, რომ რისკი არ შეიქმნას და ექიმი პაციენტზე ინფექციის გადამტანი არ გახდეს“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო