„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ თანამშრომლების საქმეზე, ქვეყნის მასშტაბით კლინიკებში ექიმების სოლიდარობის აქცია გაიმართა

„სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ ორგანიზებით, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ თანამშრომლების საქმეზე, ქვეყნის მასშტაბით კლინიკებში ექიმების სოლიდარობის აქცია გაიმართა.

„თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოსთან“ შეკრებილი ექიმების განცხადებით, ექიმებს ოპერაციის ჩასატარებლად შესაბამისი დოკუმენტაცია გააჩნდათ.

„დღევანდელი აქცია არის სოლიდარობის აქცია ჩვენი დაკავებული კოლეგების მიმართ. პირველ რიგში ვაპროტესტებთ დაკავების ფორმას და შემდეგ შინაარსს. ჩვენ არ ვართ იმის წინააღმდეგები, რომ სიმართლე დადგინდეს და თუ არსებობს რაიმე დანაშაული, ამაში დამნაშავე პირმა პასუხი აგოს. მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგები ვართ იმ აზრის, რომ ექიმი წინასწარ პატიმრობაში უნდა იყოს, ვიდრე ეს ყველაფერი დადგინდება. საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებას არ წარმოადგენს არცერთი დაკავებული და არანაირი საჭიროება არ იყო ქურდებივით ან ავაზაკებივით მცირეწლოვანი ბავშვების წინაშე აეყვანათ,” - განაცხადა „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ საინიშვილმა.

ნიკოლოზ საინიშვილის ინფორმაციით, იტალიელი ექიმები ოპერაციას ესწრებოდნენ და ეს სამედიცინო დოკუმენტაციაშიც ასახულია. მისივე თქმით, პროკურატურის განცხადება, თითქოს ვახტანგ ყიფიანს და მაგდა ხოჭოლავას ოპერაციის ჩასატარებლად შესაბამისი დოკუმენტაცია არ ჰქონდათ აბსურდულია.

„იტალიელი ექიმები აქ იყვნენ, ამის მოწმე უამრავი ადამიანია და სამედიცინო დოკუმენტაციაშიც ასეა. ის, რომ ვახტანგ ყიფიანს ედავებიან ტრავმატოლოგის ლიცენზიის არქონას, არის აბსურდი. მას ამ ოპერაციის ჩატარების სრული უფლებაც ჰქონდა და კომპეტენციაც. 30 წელზე მეტი პრაქტიკა აქვს ხოჭოლავასაც“, - განაცხადა ნიკოლოზ საინიშვილმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამშაბათს, ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციაც გაიმართება.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხოჭოლავას - პატიმრობა. აღსანიშნავია, რომ მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. პროკურატურისვე ინფორმაციით, ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო