შავლეგ მიშველაძე - ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად აუცილებელია გასამართი სადგურებისა და ნავთობბაზების საქმიანობის ყოველდღიური ციკლის პერმანენტული მონიტორინგი

ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად აუცილებელია გასამართი სადგურებისა და ნავთობბაზების საქმიანობის ყოველდღიური ციკლის პერმანენტული მონიტორინგი, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა, შავლეგ მიშველაძემ განაცხადა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმა პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საწვავის ხარისხის პარამეტრებთან შეუსაბამობისათვის საჯარიმო სანქციების გამკაცრების თაობაზე. როგორც ისინი აღნიშნავენ, აუცილებელია შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მაქსიმალურად ეფექტურად აღსრულება.

„საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ქვეყნის ეკოლოგიური გარემო არის უპირველესი საზრუნავი თითოეული ჩვენთაგანისათვის. პარლამენტის მიერ მიღებული ამ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ქვეყანაში უხარისხო საწვავის იმპორტის, წარმოებისა და რეალიზაციისათვის წერტილის დასმაა და ამით - მომავალი თაობების ჯანმრთელობისა და ქვეყანაში ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს უზრუნველყოფაა. თუმცა, ამგვარი გადაწყვეტილებების პარალელურად აუცილებელია გააქტიურდეს ნავთობბაზებისა და ავტო-გასამართი სადგურების მონიტორინგი მათი ფუნქციონირების ყოველდღიურ ციკლთან მიმართებაში. ამ კუთხით, გარემოზე ზემოქმედების ნიშნით, მნიშვნელოვანია სასუნთქი სარქველების არსებობის უზრუნველყოფა ნავთობპროდუქტებისათვის განკუთვნილ ყველა რეზერვუარზე. პრობლემაა ისიც, რომ ავტო-გასამართი სადგურებისგან განსხვავებით, ნავთობბაზების უმეტესობა წინა საუკუნეშია აშენებული და შესაბამისად, მათი ტექნოლოგიური სტრუქტურა ნამდვილად ტოვებს უკეთესის სურვილს. საწვავის მიღებისა და გაცემის ციკლის დროს ატმოსფეროში ანაქროლი აირების ერთადერთი შემაკავებელი - სწორედ სასუნთქი სარქველებია. სამწუხაროდ, დღეისათვის, სარქველების არსებობისა და მათი შესაბამისობის კუთხით არ ხორციელდება სრულფასოვანი მონიტორინგი და მხოლოდ მეწარმე-სუბიექტების კეთილ ნებაზეა მინდობილი ავტო-გასამართი სადგურების სასუნთქი სარქველებით აღჭურვა და ექსპლუატაცია. შესაბამისად, სურათიც არსებული მიდგომების ადეკვატურია: ნავთობკომპანიების ნაწილი იცავს ტექნოლოგიური უზრუნველყოფის, ტექნიკური, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების პირობებს, ხოლო მეორე ნაწილი ამას სრულად უგულებელყოფს - რაც ადვილად შესამჩნევია შეუიარაღებელი თვალითაც კი. თუკი გავიაზრებთ, რომ ყოველდღიურად ქვეყნის მასშტაბით ასობით ტონა ნავთობპროდუქტების მიღება-რეალიზაცია ხდება - ადვილი წარმოსადგენია იმ ანაქროლი აირების ოდენობა, რომლებიც სარქველების არქონის პირობებში პირდაპირ ხვდება ატმოსფეროში“,-აღნიშნულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ისინი შესაბამის უწყებებთან ერთად, პრობლემის განხილვასა და შემდგომ მონიტორინგს გეგმავენ, რის შედეგსაც საზოგადოებას აცნობებენ.

ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
როგორ იქმნება მომავლის რესტორნები მსოფლიოში? რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა რესტორატორებმა
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი