ხატია დეკანოიძე - თუ ზურაბ ჯაფარიძე  წარმოდგენილი იქნება როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი,  გადავწყვეტთ დავუჭიროთ თუ არა მხარი

მივესალმებით იმ შემთხვევას, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე იქნება წარმოდგენილი დიდუბე-ჩუღურეთში როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებას, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთში აპირებს კენჭისყრას.

დეკანოიძის თქმით, ზურაბ ჯაფარიძე კარგი კანდიდატია და მას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ თუ მაჟორიტარულ არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის სახელით წარსდგება.

„ზურა ჯაფარიძე ნამდვილად კარგი კანდიდატია. მისი კონკურენტი „ქართული ოცნების“ მხრიდან გია ვოლსკი ნამდვილად წარმოადგენს იმის განსახიერებას როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი. იმ შემთხვევაში, თუ ზურაბ ჯაფარიძე იქნება წარმოდგენილი როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთში, ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ დავუჭიროთ თუ არა მხარი. ზოგადად მივესალმებით იმ შემთხვევას, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე იქნება წარმოდგენილი დიდუბე-ჩუღურეთში როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი. თუ ოპოზიცია ჩამოყალიბდება, რომ დანარჩენ 2 ოლქშიც იყოს გაერთიანებული კანდიდატის მხარდაჭერა, ამ ჭრილშიც გვექნება კონსულტაციები პარტიებთან და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოსთან - პოლიტსაბჭოსთან. ზურა ესაუბრება მათ შორის ჩვენს ლიდერებს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ „გირჩთან“ შესაძლო კოორდინაციაზე და უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარად იყრის კენჭს. ჯაფარიძის განმარტებით, „გირჩმა“ მაჟორიტარულ არჩევნებში ჩართვის გადაწყვეტილება თბილისის 6 ოქლის გარდა, სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესის გართულების გამო მიიღო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო