გიორგი ვაშაძე - 45 მილიონი ლარი „ქართული ოცნების“ მეგობრებს, ხოლო დამსხვრეული ოცნებები -ქართველ ახალგაზრდებს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ახალგაზრდებს შეხვდა. ვაშაძის თქმით, მაშინ როდესაც საქართველომ 5 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი მიიღო, დამსხვრეული ოცნებების პარტიას არცერთი სამუშაო ადგილი არ შეუქმნია და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის არცერთი ინვესტიცია არ განუხორციელებია. „სტრატეგია აღმაშენელის“ ლიდერის განცხადებით,მისი პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში საქართველოში განათლების ხარისხი გაუმჯობესდება და კარგად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნება, რადგან საქართველოში ახალგაზრდებს დარჩენის მიზეზი უნდა ჰქონდეს

„სიღარიბე და კორუფცია ასეულ ათასობით ახალგაზრდა ადამიანს აიძულებს ჩვენი ქვეყნის დატოვებას, რადგანაც ისინი საქართველოში თავიანთ მომავალს ვერ ხედავენ. მაშინ, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ 5 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი მიიღო, დამსხვრეული ოცნებების პარტიას არ შეუქმნია არცერთი სამუშაო ადგილი და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის არცერთი ინვესტიცია არ განუხორციელებია. ახალგაზრდები იღებენ მხოლოდ 200-ლარიან დახმარებას, რათა გაუმკლავდნენ პანდემიის პირობებში წარმოქმნილ კრიზისს, მაშინ როცა დამსხვრეული ოცნებების პარტიამ თავის გარემოცვაში მყოფ 21 კომპანიას 45 მილიონი ლარი მისცა. ჩვენ უნდა დავასრულოთ დამსხვრეული ოცნებების პარტია და განვახორციელოთ ინვესტიციები ჩვენს ახალგაზრდებში - განათლების ხარისხის გაუმჯობესებით, კარგად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნით. როგორც პრემიერ-მინისტრი, მე ავაშენებ საქართველოს, სადაც ჩვენს ახალგაზრდებს დარჩენის მიზეზი ექნებათ. ჩვენ დავასრულებთ დამსხვრეული ოცნებების პარტიას და ქვეყანაში შევქმნით მიზიდულობის ცენტრს, სადაც ჩვენი ახალგაზრდები დაბრუნდებიან“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს