კახა კალაძე -  ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზუსტად ისეთი ძლიერი, განვითარებული და წარმატებული ქვეყანა გვქონდეს, როგორზეც თითოეულ ქართველს უოცნებია

2012 წელს, საქართველოს უსამართლობისა და ჩაგვრისგან გათავისუფლების შემდეგ, ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, ჩვენს თანამოქალაქეებს შევუმსუბუქოთ ყოფა, მივაწოდოთ გაუმჯობესებული ჯანდაცვის, სოციალური დახმარების პაკეტები, მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა ყველა მხარესა და მუნიციპალიტეტში, შევქმნათ განვითარებისა და შემოსავლების მიღების მეტი შესაძლებლობა, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის ხელშეწყობის თუ სხვა სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული - ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ახმეტაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ძალისხმევამ თავისი შედეგი ნაწილობრივ უკვე გამოიღო, ქართველ მეწარმეებს გახსნილი აქვთ მსოფლიოს უდიდესი ბაზრები.

„დღეს ქართველი გლეხის შრომით მოყვანილი და სახელმწიფოს დახმარებით შექმნილი ქარხნების მიერ ჩამოსხმული ღვინოები მთელს მსოფლიოში იყიდება და ადამიანის შრომა დაფასებულია. შეიძლება ჯერ იმდენად კიდევ არა, რამდენადაც ვისურვებდით, მაგრამ იმაზე უკეთ ნამდვილად არის, რაც იყო წლების წინ.

ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რეალობა ჩვენს სურვილს დავუახლოვოთ, ყველა რეგიონის პოტენციალი ბოლომდე ავითვისოთ, ადამიანებს შევუქმნათ ისეთი გარემო, რომ მაქსიმალურად მოტივირებული იყვნენ - მეტი დოვლათი შექმნან, მეტი შემოსავალი მიიღონ, რადგან თითოეული გლეხის, თითოეული ადამიანის, თითოეული ქართული ოჯახის სიძლიერე ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი სამშობლოს ძლიერებას განაპირობებს.

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია უმუშევარი, ჯერ კიდევ ბევრი პროექტია განსახორციელებელი, თუმცა ჩვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თქვენს გვერდით ვართ და თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ზუსტად ისეთი ძლიერი, განვითარებული და წარმატებული ქვეყანა გვქონდეს, როგორზეც ყველას, თითოეულ ქართველს უოცნებია.

სწორედ ამიტომ შევარჩიეთ თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, ერთ-ერთი ყველაზე წესიერი, კახეთზე და კახელებზე უზომოდ შეყვარებული და საქმიანი კაცი მაჟორიტარობის კანდიდატად.

დარწმუნებული ვარ, მასთან ერთად, თქვენი თანადგომით ბევრ დიდ საქმეს გავაკეთებთ ახმეტაში, ისე მოვემსახურებით, ისე განვავითარებთ ამ მშვენიერ მხარეს, როგორც გმირების სამშობლო იმსახურებს.

ახმეტელებო, თქვენი თანადგომის და სამართლიანობის იმედი გვაქვს!

ერთად დავდგეთ საქართველოს წარმატებისთვის!“- განაცხადა კალაძემ.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
სახელმძღვანელო სტარტაპერებისთვის - როგორ ხდება კადრების აყვანა კომპანიებში და რა ბენეფიტებს იღებენ დასაქმებულები
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა