გიორგი გახარია - კარგად გვესმის, რომ ბევრი მნიშვნელოვანი, კარგი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელიც გასაგრძელებელია

როცა ამ რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატს ვარჩევდით, უაღრესი პასუხისმგებლობით მოვეპყარით ამ არჩევანს. ირაკლი ქადაგიშვილს არ სჭირდება რაღაცის სწავლა, ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის სად, რა პრობლემაა. ეს არის ადამიანი, რომელიც მზადაა არჩევნების მეორე დღიდანვე დაიწყოს საქმის კეთება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახმეტაში მოსახლეობასთან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გახარიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ახმეტის რაიონში ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მათ შორის, დასასრულებელია რაიონის 24-საათიანი წყალმომარაგება. პრემიერის თქმითვე, ახმეტის კულტურის სახლის რეკონსტრუქციაც გასაკეთებელია.

„ძალიან კარგად გვესმის, რომ ბევრი მნიშვნელოვანი, კარგი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელიც არის გასაგრძელებელი. ამ წლების განმავლობაში, 2012 წლიდან, ახმეტის რაიონში სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით მონაწილეობა მიიღო ბევრმა ფერმერმა და ამ პროექტების საერთო ჯამური ღირებულება 66 მილიონ ლარზე მეტი იყო, მაგრამ ეს საკმარისია? რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, კიდევ უფრო მეტი პროექტი უნდა განხორციელდეს ახმეტაში, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა, მეტმა გლეხმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე და სახელმწიფოს დახმარებით უნდა დაიწყოს თავისი საქმე, კიდევ უფრო მეტმა მეღვინემ უნდა ჩამოასხას ახალი ღვინო, კიდევ უფრო მეტი გლეხი უნდა ხარობდეს, როცა ქვეყანაში ძლიერი, კარგი მოსავალია და სახელმწიფო ეხმარება რთველის ჩატარებაში. ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი, მაგალითად, წლის ბოლომდე დასასრულებელია ახმეტის 24-საათიანი წყალმომარაგება. მაგალითად, 21 წელში დასასრულებელია მატაანის წყალმომარაგება. რამდენი წელია მსმენია ამაზე საუბარი, რომ მატანელები ითხოვენ კულტურის სახლის რეკონსტრუქციას, რომელიც ახალგაზრდობისთვის ასეთი მნიშვნელოვანია, ეს უნდა დავიწყოთ და უნდა დავასრულოთ. ბევრი გზა არის კიდევ გასაყვანი, ბევრი გასაკეთებელია, მაგრამ ბევრი კარგი საქმე რომელიც დაწყებულია, ლოგიკურ დასრულებამდე მისაყვანია.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როცა ვარჩევდით ამ რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატს, უაღრესი პასუხისმგებლობით მოვეპყარით ამ არჩევანს. ირაკლის არ სჭირდება რაღაცის სწავლა, ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის სად, რა პრობლემაა, სად, ვინ არის მისახედი, სად, რა არის გამოსასწორებელი, ეს არის ადამიანი, რომელიც არის მზად არჩევნების მეორე დღიდან მოკიდოს ხელი და დაიწყოს საქმის კეთება.

მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, ის სიკეთეები, რომელიც მივიღეთ თითოეულმა ჩვენგანმა 2012 წლის შემდეგ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი - სიმშვიდე და მშვიდობა ქვეყანაში, მშვიდობა და სიმშვიდე არის აუცილებელი პირობა ნებისმიერ სფეროში განვითარებისთვის, სხვანაირად ვერაფერი ვერ იქნება, ვერც ეკონომიკა ვერ იქნება, ვერც ტურიზმი და ვერც განათლება. მშვიდობა არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. ამის შემდეგ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ ახალგაზრდაზე, რომ მისცეს შესაძლებლობა თავისი თავი გამოაჩინოს, თვითრეალიზება მოახდინოს და შემდეგ უკვე ეს ადამიანი ემსახუროს თავის ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მიზანი და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ერთად, ახმეტელებთან ერთად ვიბრძოლებთ წარმატებული საქართველოსთვის“, - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო