ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციების უკან პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩეხეთი დგანან

ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსის საპროტესტო აქციების უკან პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩეხეთი დგანან. მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ლუკაშენკომ დსთ-ს აღმასრულებელ მდივან სერგეი ლებედევთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

„არჩევნები დღესასწაულია. ვიღაცას ამ დღესასწაულის ჩაშალა უნდოდა. ჩვენ ისინი დავინახეთ. დაფიქსირდა ზარები პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან. ისინი ჩვენს ცხვრებს მართავდნენ, რომლებიც ვერ ხვდებიან რას აკეთებენ და ამიტომ მათ მართავენ“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, ლუკაშენკომ ამომრჩევლეთა ხმების 80.23 % მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ – 9.90 %. წუხელ, ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გასულ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბელარუსის მასშტაბით 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო