გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე აგებს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე აგებს.

ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, შესაძლოა, თუ არა წინაასაწარჩევნო კამპანია პოზიტიურად შეფასდეს იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საკმაოდ ვრცლად ისაუბრა წინა ხელისუფლებაზე და აგვისტოს ომზე, გახარიამ აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრია და მისთვის მშვიდობის განზომილებას მთლიანად ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენ კამპანიას ვაგებთ მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე. თუ მოისმინეთ, მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე ვსაუბრობდი. რა თქმა უნდა, შეუძლებელია წარმატებული მომავლის მშენებლობა მშვიდობის გარეშე და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აგვისტოს დღეებია. ბატონმა ირაკლიმ თუ რაღაც აქცენტები გააკეთა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ის თავდაცვის მინისტრია და მისთვის მშვიდობის განზომილებას მთლიანად ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ეს არის ის განმარტება, თორემ მთლიანად კამპანია მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური და მხოლოდ მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმეების დასრულებაზე და ახლების დაწყებაზე იქნება ორიენტირებული, რაზეც ჩვენ ბევრ ვსაუბრობთ“,-განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა