ალექსანდრე ხოჯევანიშვილი - ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, სავალდებულო კარანტინს გაივლის.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ.

„ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და უწყებების კოორდინირებულ ქმედებებს. მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელს ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტირების მიზნით ცხელების ცენტრებს მიმართონ ან 112-ს დაუკავშირდნენ. საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია STOPCOV.GE რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთა შესაძლო კონტაქტს. ჯერჯერობით ყველა ტურისტს მოვუწოდებთ იყვნენ მშვიდად, გააგრძელონ იქ ყოფნა, სადაც არიან. სასურველია ყველა დარჩეს თავის ადგილას“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება. გადაადგილება კი თავად რეგიონის შიგნითაც შეიზღუდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო