კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებაზე - ბოლო დღეების განმავლობაში ბევრ სისულელეს ვისმენთ ამ ადამიანისგან

„ის, რაც მოხდა 2008 წელს არის ძალიან დიდი უბედურება. მაშინდელმა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ რეალურად აერიდებინა ეს დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის”,- ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ახლა საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესებს.

შეკითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს, კალაძის შეფასებით, ეს განცხადებები “სისულელეა”.

„ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრ სისულელეს ვისმენთ ამ ადამიანისგან და ეს სიახლე არ არის, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუმცა აქ საქმე ეხება ზოგადად ქვეყანას, ქვეყნის ინტერესებს. ჩვენს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყოველთვის იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ის, რაც მოხდა 2008 წელს არის ძალიან დიდი უბედურება. მაშინდელმა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ რეალურად აერიდებინა ეს დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, საიდანაც ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიების დიდი ნაწილი, გვყავს ბევრი გარდაცვლილი ადამიანი, ჩვენი გმირი ჯარისკაცები. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დავიცავთ. მე ბევრი რამის თქმა შემიძლია, უბრალოდ ისევ და ისევ ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ამას არ გავაკეთებ”,- განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო