კახა კალაძე - ყველა ვინც შანტაჟითაა დაკავებული ან კრიმინალურ დანაშაულს ჩადის, კანონის წინაშე აგებს პასუხს

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ვინც დანაშაულს ჩადის, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. აღნიშნულით კალაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას “ქართული ოცნების“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, დეპუტატს აშანტაჟებენ.

“თუ რაიმე მსგავსი არსებობს, ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები, უნდა მიემართოს აუცილებლად და მე დარწმუნებული ვარ, ყველა ვინც შანტაჟითაა დაკავებული ან უშუალოდ კრიმინალურ დანაშაულს ჩადის, კანონის წინაშე აგებს ძალიან მკაცრად პასუხს”,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ადვოკატის ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, მკოიანს აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მის მიმართ ფულის - 5 მილიონი დოლარის გამოძალვის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო